ფონდმა “მსოფლიო ტალანტები” ნიჭიერი

ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო. მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ავტორიც მუსიკოსი დავით ღვინიანიძეა. ჟიური ქუთაისში მეორე დღეა კონკურსანტებს უსმენს. საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილების 20-მდე მონაწილეს გუშინ მოუსმინეს დღევანდელი დღე კი საორკესტრო განყოფილებას ეთმობა. პროექტისათვის “მუსიკალური გალერეა-გზა კარნეგი ჰოლისაკენ” ახალგაზრდების შერჩევა ბათუმსა და თბილისში გაგრძელდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *