ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად

გამოცხადებულ ტენდერში კი შ.პ.ს დანდი -მ გაიმარჯვა. კომპანია ფოტოდიორურ გირლიანდებს, დურალიტებს და ელექტროგაყვანილობის სხვა საჭირო ელემენტებს 94 ათას 804 ლარად შეძენს. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება კი 97 ათას 141 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შ.პ.ს “დანდი”-მ, მიიღო და ქუთაისის მერია ხელშეკრულებას მასთან გააფორმებს. 

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, კ. გამსახურდიას ქ. №65-ის მიმდებარედ.

მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს. ასევე, გამარჯვებული ვალდებულია საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვა უზრუნელყოს ხელშეკრულების დადებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *