ქუთაისის მერიამ მსახიობ გოვენ ჭეიშვილს 1000 ლარიანი დახმარების ვაუჩერი გადასცა.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ცნობილი ქართველი მსახიობი პირადად მოინახულა.
“გოვენ ჭეიშვილი არის მისი თაობის ღირსეული წარმომადგენელი, რომელმაც თავისი ისტორია შექმნა ქართულ კინემატოგრაფიაში,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.

გოვენ ჭეიშვილი, რომელიც ქუთაისში დაიბადა, 33 წელი დედაქალაქში მოღვაწეობდა. დრამისა და კინოს მსახიობი დიდი ხანი მუშაობდა თბილისის მუსკომედიის თეატრში. გადაღებულია ფილმებში: “კუჩხი ბედინერი”, “წითელი პატეფონი”, “სამოთხის გვრიტები”, “ლომა დავიწყებული მეგობარი” და სხვა მრავალი. განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა კინოროლმა “ხუტა უფროსი”- ფილმიდან “რეკორდი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *