ქუთაისელ მაყურებელს სპექტაკლის “ჯინსების თაობა” ნახვა შეეძლება.

თავისუფალი თეატრი მესხიშვილის თეატრს ნოემბრის თვეში ესტუმრება.

სპექტაკლში როლებს ჯაბა კილაძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ჯიქია, გოგა ჩხეიძე, მერაბ ყოლბაია, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ნადირაძე, ლელა მეტრეველი, ნინო გაჩეჩილაძე, მარინა ჯანაშია, კახა გოგიძე, კახა მიქიაშვილი, ნანა დარჩიაშვილი ასრულებენ.

სპექტაკლის პრემიერა 2001 წლის მაისში შედგა.

“ჯინსების თაობა” რეალურ ისტორიაზეა შექმნილი. 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან ამერიკაში მოსახვედრად თვითმფრინავის გატაცება სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მსხვერპლიც მოჰყვა ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *