24 სექტემბერს სტუდენტებსა და სკოლის

მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ქუთაისში კონცერტით მიულოცავენ. რეაბილიტურებულ უბანში კონცერტი 16 საათზე დაიწყება.

მასში მონაწილეობას სატელევიზიო პროექტ “მხოლოდ ქართულის” გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი, სატელევიზიო პროექტ “მხოლოდ ქართულის” წარმატებული ქუთაისელი მონაწილე ოთო კვალიაშვილი, სატელევიზიო პროექტ “X- ფაქტორის” ასევე წარმატებული ქუთაისელი მონაწილეები ია ტომაში და თამუნა გიორგაძე და ქუთაისური ჯგუფი “მუზეუმი” მიიღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *