ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“

 

წარმატებულ გერმანულ როკ ჯგუფთან Brainwashed-თან ერთად,  ქუთაისში ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს.

როკ ჯგუფი ძირითადად  ბერლინში მოღვაწეობს, თუმცა ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აწყობს. Brainwashed აქტიურ სოციალურ საქმიანობას ეწევა გერმანიაში, რაც გამოიხატება ბერლინის “ქუჩის ბავშვებთან” მუშაობაში.

2010 წელს ჯგუფის სოლისტს, ეკხარტ ბაუმანს გერმანიის პრეზიდენტმა, გაწეული საქმიანობისთვის, უმაღლესი ჯილდო -“რკინის ჯვარი” გადასცა. 2017 წლის ზაფხულში კი მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ინგლისის პრინცი და პრინცესა.

ქუთაისის გარდა კონცერტები წყალტუბოში, ხონსა და ჭიათურაში გაიმართება. ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“ ნაკომანიის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობებს ხშირად მართავს.

კონცერტების განრიგი ასეთია : 23 სექტემბერი – წყალტუბო – ცენტრალური პარკის შესასველელი, 24 სექტემბერი – ჭათურა – კულტურის საგანმანათლებლო ცენტრი, 25სექტემბერი – ქუთაისი (კიკვიძის ბაღი), 26 სექტემბერი – თავისუფლების მოედანი N6.

კოცერტები ყველა ქალაქში 19 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *