ქუთაისელი მხატვარი, გეგა სოფრომაძე (ვან გეგა) ტოიოტას კონკურსის ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულია.

ვან გეგა ყველაზე მოტივირებული და მხატვრული ნაშრომის ნომინაციაში დაჯილდოვდა. ქუთაისელ მხატვარს 1500 იაპონური იენის ვაუჩერი გადაეცა, რომელსაც საჭირო ინვენტარის შესაძენად გამოიყენებს. 

“რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა გეგასთვის. ბევრი დელეგატი დაინტერესდა მისი შემოქმედებით, ვებ გვერდითა და ნამუშევრებით. ვართ მოტივირებული, მიზანდასახული,”-განაცხადა გეგა სოფრომაძის დედამ, ქრისტინე მესხმა.

ქრისტინე მესხის თქმით, გეგას ახალი შემოთავაზება აქვს და უახლოეს მომავალში იტალიაში გამოფენას მოაწყობს.

გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა.

დაჯილდოების ცერემონია იაპონიაში დღეს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *