ტურნეს ფარგლებში მომღერალი ლაშა ღლონტი

საქართველოს დამსახურებულ მსახიობთან, მურმან ჯინორიასთან ერთად ქუთაისსა და წყალტუბოს ესტუმრება. კონცერტები სავარაუდოდ ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მანამდე კი მომღერალსა და მსახიობს იმერეთის სხვა ქალაქებმა უმასპინძლეს. კონცერტები სამტრედიაში, ხონში, თერჯოლაში, ბაღდათში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიმართა. 

“საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე შემომევლო საქართველოს ყველა კუნჭული და ქართული სიმღერით მოვფერებოდი ჩემ ქვეყანას,”  – განაცხადა ლაშა ღლონტმა. 

გარდა იმერეთისა, ლაშა ღლონტსა და მურმან ჯინორიას სხვა ქალაქებშიც მოუსმინეს. ტურნეს ფარგლებში  33 კონცერტი ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *