კულტურა
„ჩვენი ოტია“-წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში სპექტაკლი გაიმართება
ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში სპექტაკლი-"ჩვენი ოტია" გაიმართება. სპექტაკლს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ითამაშებს.

"ხარაგაულის თეატრი ახორციელებს პროექტს -" ჩემი საქართველო აქ არის", რომლის ფარგლებშიც, თეატრი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ატარებს სპექტაკლებს,"-აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

სპექტაკლი 29 ივლისს, კვირას, 14:00 საათზე მოეწყობა.

დასწრება თავისუფალია.

ოტია იოსელიანი 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დაიბადა.

მისი პირველი თხზულება 1954 წელს დაიბეჭდა. მოთხრობების პირველი კრებული ,,კარის მეზობლები" 1957 წელს გამოიცა. მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებს და კინოსცენარებს. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები ,,ცხრა მთას იქით", ,,დაჩის ზრაპრები", ,,ცა გამთენია" და სხვ).

ოტია იოსელიანი წერდა რომანებსაც, რომელიც ეხებოდა, როგორც ომის თემას, ასევე ზნეობრივ–ეთიკურ პრობლემატიკას (რომანები: ,,ვარსკვლავთცვენა," ,,იყო ერთი ქალი," ,,ტყვეთა ტყვე," ,,შავი და ცისფერი მდინარე" და ა.შ). ის არის ავტორი ათამდე პიესისა (,,ადამიანი იბადება ერთხელ," ,,როცა სიყვარული მოვა," ,,სანამ ურემი გადაბრუნდება," ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და სხვ).

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნიჭიერი და უკვე აღიარებული პატარა მხატვარი ვან-გეგა, გადაცემაში
17:48 / 27.07.2018
ნიჭიერი და უკვე აღიარებული პატარა მხატვარი ვან-გეგა, გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთაბ ერთად.
ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში
სპექტაკლი-
13:48 / 27.07.2018
ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში სპექტაკლი-"ჩვენი ოტია" გაიმართება.
ქუთაისში საზაფხულო კონოჩვენებების ფარგლებში,
11:08 / 25.07.2018
ქუთაისში საზაფხულო კონოჩვენებების ფარგლებში,
ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
16:20 / 01.08.2018

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ნოდარ ჯიქია უხელმძღვანელებს
16:52 / 30.07.2018
ქუთაისის მერიის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
ვალუტა
EUR
EUR
2.9495
TRY
TRY
0.4224
USD
USD
2.6074
«« აგვისტო  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 18 - 33 °C
img
ბათუმი 22 - 27 °C
img