20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით

ქუთაისში ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. უქმეები ძველ უბანში – ასე ჰქვია 6 დღიან მუსიკალურ მარათონს, რომელშიც ქალაქის ძველ უბანში თეთრი ხიდის მიმდებარედ მოეწყობა. 

ელექტრონული მუსიკის საღამოების პროგრამა ასეთია:

20 ივლისი – ZaPa&Gio
21 ივლისი – DJ Giord
27 ივლისი – DJ Orim
28 ივლისი – Gio Dalakishvili
3 აგვისტო –  DJ Ryuu
4 აგვისტო – ZaPa&Gio Dalakishvili

სასურველი ელექტრონული მუსიკის მოსმენა 21 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *