ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში

მდებარე “ლიტერატურულ სალონში”, პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში მწერლებთან შეხვედრა გაიმართება.

მკითხველს ელა გოჩიაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ლელა ცუცქირიძე, ირმა მალაციძე,ნინო ქოქოსაძე და გიო ლომიძე შეხვდებიან.

პროექტს მესამე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ა(ა)იპ კავშირი “პოე ზიის მეგობართა კლუბი” ახორციელებს. “ცოცხალი წიგნები” გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

შეხვედრა 5 ივნისს, 18:00 საათზე დაწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *