კულტურა
მესხიშვილის თეატრს დღეს სამტრედიის სახალხო თეატრის დასი ესტუმრება
მესხიშვილის თეატრს დღეს სამტრედიის სახალხო თეატრი ეწვევა. "თეატრალური იმერეთის" ფარგლებში, დასი დღეს "უნებლიე ავანტურისტებს" ითამაშებს.

სპექტაკლის რეჟისორი ლოლიტა ჯორჯიკიაა.

"უნებლიე ავანტურისტებს" მაყურებელი 18:30 საათზე იხილავს. დასწრება თავისუფალია.

"თეატრალური იმერეთი" 8 ივნისს დასრულდება. მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლები უკვე წარმოადგინეს ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათის თეატრალურმა დასებმა. ასევე, ქუთაისს პოლონეთის დამოუკიდებელი თეატრალური დასი და ბაქოს ახალგაზრდული დამოუკიდებელი დასი ესტუმრნენ.


| Print |