საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის

დაარსებიდან 100 წლის აღნიშვნას ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ” ფილიალის – გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლა შეუერთდა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე ფერწერული ნამუშევრები შექმნეს. მათ მიერ შექმნილი ეროვნული სიმბოლიკებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი თემატური ნახატების ნახვა დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში “ვერიკოს” სკვერში შეეძლოთ. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის შემდეგ , ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ნახატები, სიმბოლურად, ყველა მსურველის თანდასწრებით იქმნებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *