“გვირლობის” ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო

უნივერსიტეტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ საბიბლიოთეკო კორპუსთან საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილებისა და მოდელების გამოფენა, კალიგრაფიული ნამუშევრებისა და FabLab -ის სტარტაპების გამოფენა დაათვალიერეს. მოგვიანებით კი ფოლკლორული ანსამბლების “ადილასა” და “კოლხას” კონცერტს დაესწრნენ. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი უნივერსიტეტს ქართულ-ებრაულ დეგაციასთან ერთად სტუმრობდა. მან უნივერსიტეტსა და ქალაქს “გვირილობის” დღესასწაული მიულოცა, “ისევ წვიმს” და ფეხბურთის ჰიმნად აღიარებული “დინამო, დინამო” შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *