“გვირილობა” ქუთაისელებს ჯგუფებმა

“ფრანი” და “33ა” მიულოცეს. გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მერიაში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ღონისძიებებს გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრო. 

,,წლევანდელმა ორმაისობის კვირეულმა სტარტი აიღო. დღის მანძილზე დაგეგმილმა აქტივობებმა და ღონისძიებებმა საკმაოდ კარგაფ ჩაიარა. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინსაც გადააჭარბა.  სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა მოსახლების გამოსული ღონისძიებებზე, წინა წლებთან შედარებით,” –  განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ელეონორა გოგოლაშვილმა.

“გვირილობის” დღესასწაულის უმეტეს ნაწილს ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მუხნარის ტყე  მასპინძლობდა. 

ქუთაისში გვირილობის აღნიშვნა 3 მაისსაც გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *