“გვირილობასთან” დაკავშირებით ქუთაისის

მ.ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ მუზეუმში  გამოფენა გაიმართა სახელწოდებით ,,ჯრუჭის მონასტრის საგანძური”.

გამოფენაზე წარმოდგენილი უძველესი ხელნაწერები,ოთხთავები,ჭედური ხელოვნების ნიმუშები.

,,ჭრუჭის საგანძურის გადარჩენაში ქუთაისის ინტელიგენციას დიდი წვლილი მიუძღვის.მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის , ტრიფონ ჯაფარიძე, ამ მუზეუმის დამაარსებელი, ჩავიდა ჯრუჭში და იქაური სიძველენი აღწერა და მეცნიერულად შეისწავლა.ნაწილი ამ სიძველეებისა გადატანილია თბილისში,ნაწილი შემოვიდა ჩვენთან მუზეუმში,” – განაცხადა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგემ ციცინო მუმლაძემ.

ამჟამად ამ საგანძურს შეისწავლის სპეციალური პროექტი, რომლის ავტორიც მაია ქებულაძეა. მისი პროექტი  რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. გამოფენაც ამ პროექტის  ფარგლებში მოეწყო გამოფენა.

ჯრუჭის მონასტრის საგანძურის გამოფენის დათვალიერება მსურველებს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *