13 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრი

“რიგოლეტოს” წარადგენს. სპექტაკლში რიგოლეტოს როლს ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე მოირგებს. მისთვის ეს სპექტაკლი მშობლიურ ქალაქში პირველი იქნება. შესაბამისად, როგორც აღნიშავს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. 

“მეგობრებო, 13 აპრილს ჩემს ქალაქში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქუთაისში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ ვერდის რიგოლეტოს. ეს ჩემი პირველი სპეკტაკლია აქ, სადაც გავიზარდე და სიმღერის დიდი სიყვარულით დავაადდი…
ყველას გეპატიჟებით და გელით მოუთმენლად.”- წერს გოჩა აბულაძე სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე. 

რიგოლეტოს როლი საოპერო მომღერლის საოცნებო როლი იყო. ოცნება კი ტირანას ოპერის თეატრში აიხდინა.

“რიგოლეტოს” პრემიერა ქუთაისში გასულ წელს,27 დეკემბერს, გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა .

“რიგოლეტო” ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილს, 18 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *