კულტურა
"რიგოლეტო" ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე
მიმდინარე წლის 13 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრი ოპერის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს გაუკეთებს. სპექტაკლზე მისულები ჯუზეპე ვერდის შედევრს "რიგოლეტო" განახლებული შემადგენლობით იხილავენ.
რიგოლეტოს როლს ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე მოირგებს. აღსანიშნავია, რომ ის მშობლიურ ქალაქში საოპერო სპექტაკლს პირველად ითამაშებს.

"მეგობრებო, 13 აპრილს ჩემს ქალაქში, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ქუთაისში, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ ვერდის რიგოლეტოს. ეს ჩემი პირველი სპეკტაკლია აქ, სადაც გავიზარდე და სიმღერის დიდი სიყვარულით დავაადდი...
ყველას გეპატიჟებით და გელით მოუთმენლად"- წერს გოჩა აბულაძე სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე.

სპარაფუჩილეს როლში დებიუტი ექნება იტალიაში მოღვაწე ბანს აკაკი იოსელიანს. "ჩემი დებიუტი სპარაფუჩილეს როლში. გელით, ჩემო მეგობრებო, ვერდის საოცარ სამყაროში, ჩემს საოცარ კოლეგებთან ერთად."- წერს ასევე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აკაკი იოსელიანი.

მათთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძე (მადალენა), ინგა ფუტკარაძე (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილი (გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზია (მარულო), იაგო ბუხრიკიძე (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძე (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძე (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძე (პაჟი),ბელა მაჭავარიანი (მასხარა) მიიღებენ მონაწილეობას. დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.

"რიგოლეტოს" პრემიერა გასულ წელს 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

"რიგოლეტო" ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილს, 18 საათზე დაიწყება.


რადიო "ძველი ქალაქი" ექსკლუზიურ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
14:05 / 25.05.2018
"თეატრალური იმერეთის" ფარგლებში,  მაყურებლის წინაშე ბაქოს დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრალური დასი „C IXIS” წარსდგება.






ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ივნისის თვეში
მაყურებელს 11 სპექტაკლს შესთავაზებს.
12:36 / 24.05.2018
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ივნისის თვეში მაყურებელს 11 სპექტაკლს შესთავაზებს.






ქუთაისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
16:06 / 23.05.2018
ქუთაისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.






დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში გალა კონცერტის
12:23 / 23.05.2018
დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში გალა კონცერტის






წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე
11:58 / 23.05.2018
წყალტუბოში სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილე
ახალი ამბები
საჩხერის სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით 2019 წლის ზაფხულიდან ისარგებლებენ
13:37 / 25.05.2018
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში
თერჯოლის მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტურ თანამდებობებზე 26 საჯარო მოხელე დაინიშნა
13:16 / 24.05.2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კონკურსის შედეგად, 33 ვაკანტური ადგილისათვის 31 საჯარო მოხელე შეარჩიეს.
იმერეთში, სოფლის მეურნეობის სფეროში, შესაძლოა, ჩინურმა მხარემ ინვესტიცია ჩადოს
13:19 / 22.05.2018
იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა.
 შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია წელს  270 ბენეფიციარს გაგზავნის
11:52 / 22.05.2018
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს
"მუხნარის ტყე კვდომას განიცდის"
00:00 / 22.05.2018
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
"ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება"
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს
14:52 / 15.05.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" წინააღმდეგ
ვალუტა
EUR
EUR
2.8988
TRY
TRY
0.5259
USD
USD
2.4734
ამინდი
თბილისი 16 - 30 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 24 °C
img