ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა

და სტუდენტებს ევროპული ღირებულებების შესახებ მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრება. მწერალმა ჟურნალი “ნეიშენალ ჯეოგრაფიკი” წარუდგინა,რომელიც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრიდან გამოდის. “თუ არ ვცდები 120 წლის არის. კარგია, რომ მას საერთაშორისო ფორმატთან ერთად ქართული ვერსიაც აქვს. ჟურნალი ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას სანამ იმოგზაურებს, მანამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღოს”,- აღნიშნა ტურაშვილმა.

შევხედრა ქუთაისში, პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ინტერნიუსთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *