მესხიშვილის თეატრი სპექტაკლით

,,DUPLET” სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული სპექტაკლი თეატრში 2012 წელს დაიდგა. ,,DUPLET”-ის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძეა, რომელშიც დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და ელზა სულაძე მონაწილეობენ.

,,DUPLET” ორმოქმედებიანი დრამაა და ორი მწერლის ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს.

“ეს სპექტაკლია ყველაზე ღირებულზე, რაც ადამიანს გააჩნია: თავისუფლებისთვის ბრძოლა, ღირსების დაცვა და დემოკრატიის მონაპოვარის გაფრთხილება საკუთარი მსხვერპლშეწირვით,”-აცხადებენ მესხიშვილის თეატრში.

სარაევოს საერთაშორსო ფესტივალი Sarajevo Winter მთელი მსოფლიოდან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ტრადიციული შეხვედრის ადგილია. ფესტივალი პირველად 1984 წელს ჩატარდა . 29 წლიანი არსებობის მანძილზე ის ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1298 საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა 3721–ზე მეტი გამოფენა და წარმოდგენა, რომელსაც დაესწრო 3.145.000 ვიზიტორი და 33.830 მონაწილე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *