ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორი” გამარჯვებული,

შორენა ხუხუას წიგნის პრეზენტაცია ქუთაიში გაიმართება. მკითხველი წიგნს “შემოვალ ეტლით” გაეცნობა. წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა. 

საინტერესოა, რომ მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც “შემოდის ეტლით”, თუმცა არა – ზღაპრულით. უფრო ზუსტად, მკითხველი უგულშემატკივრებს გმირს, რომლის ყოველი ნაბიჯი არის შეუპოვარი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის და რომელიც, მიუხედავად დაბრკოლებებისა, ცდილობს სრულად შეიგრძნოს ცხოვრება… 

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 10 მარტს, დუმბაძის 59/61 (მადლიერების სახლის შესასვლელთან) შშმ პირთა ორგანიზაციაში “სრულფასოვანი ცხოვრებისთვის” .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *