საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრული ინვენტარიზების პროცესი დაასრულა. ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ 14 მონუმენტურ ნაგებობაზე უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით, რაც შემდგომში შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესის ბაზისი გახდება.

14 მონუმენტურ ნაგებობას შორის მოხვდა სტალინის აგარაკი, რომელიც XX ს-ის შუა ხანებშია აგებული.

კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პროცედურების გავლას სააგენტო უახლოეს 2 თვის განმავლობაში გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *