ქუთაისში, მონ პლეზირის თაღთან საახალწლო

კინოჩვენებების ფარგლებში დღეს რობერტ ზემეკისის “საშობაო ზღაპრის” ნახვაა შესაძლებელი. ანიმაციური ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება.

ფილმს საფუძვლად უდევს ჩარლზ დიკენსის მოთხრობა “საშობაო სიმღერა”. მისი მთავარი გმირი ებენეზერ სკრუჯია, რომელმაც მთელი ცხოვრება მხოლოდ ფულის დაგროვებას მიუძღვნა, ისე, რომ საერთოდ დაავიწყდა თუ რა არის სიკეთე, სიხარული თუ ოჯახი. მაგრამ ერთ საღამოს მას საკუთარი წარსულისა და მომავლის გადაფასების შანსი ეძლევა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *