ქუთაისში ქართული ფილმის

“განწირული გვირგვინის” პრემიერა გაიმათება. ნამუშევრის ჩვენება 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, კინო “საქართველოში” მოეწყობა.

პრემიერას ფილმში მონაწილე მსახიობები, კულტურისა და მედიის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ნამუშევარი სათავგადასავლო ჟანრისაა და უძველესი საგანძურის “კოლხური დიადემის” შესახებ გვიამბობს.

ფილმის მთავარ გმირს სანდრო ჰქვია, რომელიც მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელია. განვითარებულმა მოვლენებმა ის განძის გადამყიდველთა სახიფათო ბანდასთან დააპირისპირა. სანდრო გადაწყვეტს, ქართული საგანძური გადაარჩინოს.

“განწირული გვირგვინის” სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *