წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82 მოქალაქემ დატოვა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს,

დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი. მოქალაქეებმა საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარეს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება.

82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *