საჩხერის სასტუმრო ჩინეთიდან ჩამოყვანილმა 5-მა საქართველოს

მოქალაქემ დატოვა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის განმარტებით, პაციენტები თვითიზოლაციას უზრუნველყოფენ. 

“გუშინ სასტუმრო 5-მა პაციენტმა დატოვა. მათ ჩამოსვლის დროს ჰქონდათ განცხადება დაწერილი, რომ შეეძლოთ თვითიზოლაციაში ყოფნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ გადაამოწმა მათი საცხოვრებელი პირობები და მიეცათ თანხმობა, რომ საკუთარ სახლებში გაეგრძელებინათ იზოლაცია,”-განაცხადა მაია ხელაძემ.

ამ დროისთვის საჩხერეში სასტუმროში 26 პაციენტი რჩება. მაია ხელაძის განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ.

ჩინეთიდან დაბრუნებული 34 მგზავრი საჩხერის სასტუმროში 22 თებერვალს მოათავსეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *