აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ამერიკის შეერთებული

შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროექტის “მე ვირჩევ ჩემს მომავალს” პრეზენტაცია გამართეს. პროექტი ეხება ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას და მისი მოხმარების თანმდევ მავნე შედეგებს. ემსახურება ახალი თაობისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და ზოგადად ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზაციას.

“ჩვენ ორი მისია გვაკისრია. ვებრძოლოთ კრიმინალებს და ნარკოდილერებს, მოვახდინოთ პრევენცია განათლების გზით. ამ პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვახორციელებთ და ძალიან მონდომებული ვიყავი ოკეანეს გაღმა გამეტანა. მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედით და ჩამოვიტანეთ. ასეთ ღონისძიებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ მხარდაჭერას უწევს. “- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯენიფერ სვიდერმა.

“დიდი პრობლემა ნარკომანია ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ ნახოს ეს პრეზენტაციები. ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ჩვენს  მომავალ თაობას, რომ გაიზარდნონ ჯანმრთელები”.- განაცხადა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, რომელიც შეხვედრას დაესწრო. 

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პროექტს “მე ვირჩევ ჩემს მომავალს” საქართველოში პირველად ახორციელებენ. ქუთაისის შემდეგ ახალგაზრდებთან შეხვედრა თბილისში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *