სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის

სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ინტენსიურად ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იმერეთში შემოწმებული ნედლი რძის ნიმუშებში დარღვევები არ ფიქსირდება. ქუთაისში 4 საწარმო შემოწმდა, წყალტუბოსა და საჩხერეში ერთი, ხოლო ზესტაფონში – 4.

იმერეთის გარდა კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. სეს-ის ინფორმაციით, დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა 15 ნიმუშში დაფიქსირდა.

გარდა რძისა, ტყვიის შემცველობაზე შემოწმება ხორცის, ხორცპროდუქტების, თევზის, თევზის პროდუქტების, კვერცხის, ბავშვთა კვების პროდუქტების, სუნელ-სანელებლების, თაფლის, სასმელების, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის ნიმუშებს ჩაუტარდათ.

შედეგების შესახებ ვრცლად იხილეთ – http://nfa.gov.ge/ge/sursatis-uvnebloba/monitoringi/dokumentebis-shemowmeba?fbclid=IwAR2uwm-RDiwxfAd-r_rgL51xyP-zC0yNC6r4qBUu_o2psBqnQRV5U1tqUXE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *