დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,

2019 წლის განვლილ პერიოდში წითელას ვირუსით დაავადდა 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 53%-ზე მეტი 20-40 წლის ასაკშია. დაავადებულთა 58%-ზე მეტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. შემთხვევები ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორჯერ ჩავარდა, რამაც ვირუსის გააქტიურება გამოიწვია.

რამდენჯერმე, მათ შორის 1998 წელსა და 2008-ში, გვქონდა განმეორებით ვაქცინაციის მასიური კამპანია და ორივე კამპანია ჩავარდა და მოსახლეობის 50%-ზე მეტი არ იქნა ვაქცინირებული. ჩავარდნის მიზეზი იყო ნეგატიური პიარკამპანია, რომელიც ვაქცინაციის მიმართ გატარდა. საოცარი კურიოზული ინფორმაციები ვრცელდებოდა ახლაც გრიპთან დაკავშირებით სოციალური ქსელებში. მაგალითად, ვირუსი ბანანითაც ვრცელდება, რაც აბსურდია და ასევე იყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის კომპონენტის დისკრედიტაციაც, რამაც გამოიწვია ის მდგომარეობა , რაც დღეს გვაქვს. დღეს რომ კიდევ წითელა გვიტევს ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებებიდან გამოწვეული, ჩავარდნილი იმუნიზაციის ბრალი. ჩვენ რომ მაშინ მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი აგვეცრა, რაც იყო დაგეგმილი მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა.”- ამბობს გოჩა გიორგიძე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებენ დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარშემო მყოფებიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმთ, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი თითქმის სრულად დაამარცხა.

“ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წითელაა დაამარცხა და ეს შეძლო ვაქცინაციით ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. იქ პრაქტიკულად წითელას შემთხვევები აღარაა.” – ამბობს გოჩა გიორგიძე და ამბობს, რომ აცრა სრულად იცავს ადამიანებს დაავადებისაგან.

“წლამდე ბავშვს მოჰყვება დედის იმუნიტეტი და მას შეიძლება არ დაემართოს წითელა. 1 წლიდან შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაავადდეს. ვაქცინაციის კალენდარი მოიცავს ვაქცინაციას 1 წლისა და 5 წლის ასაკში, რითაც სრულად ვიცავთ ბავშვს დაავადებისაგან.”- ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის ადექვატური მარაგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *