დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვებმა იმატა. ის მოსახლეობას ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევს. 

“ბოლო 3 კვირის განმავლობაში გვაქვს მზარდი დინამიკა გრიპის შემთხვევებისა. თუ აქამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, დღეს უკვე ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი და H1N1-ის შტამი. ეს უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. უკვე გარდაცვალების 2 შემთხვევაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გრიპის სეზონის დროს მეტი ყურადღებით ვიყოთ ყველა გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი “,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *