მე-4 პოლიკლინიკის სახურავის შესაკეთებლად

ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სახურავის შეკეთებისათვის 27 ათას 570 ლარია განკუთვნილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პოლიკლინიკის არსებული სახურავის დემონტაჟის შემდეგ სახურავი და ამოსასვლელი შენობები მოეწყობა ბითუმოვანი ჰიდროსაიზოლაციო მასალით მინაქასოვილზე ნაფხვენით, გადაიხურება მოთუთიებული თუნუქით.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

სატენდერო წინადადებების მიღება 13 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.

მე-4 შერეული პოლიკლინიკის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *