ქუთაისში მედიკოსთა დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. საზეიმო მიღებაზე მოწვეული სტუმრები, მერიისა და გუბერნიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა.
“ჩვენმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა პროფესიული დღეები აღნიშნოს. მათივე ჩართულობით გამოავლინოს ღვაწლმოსილი ადამიანები და დააჯილდოვოს. დღეს მედიკოსთა დრე აღინიშნება. ალიან საპატივცემულო ადამიანები არიან. ისინი სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. დღეს ღვაწლმოსილი და საპატიო ქუთაისელები დავაჯილდოვეთ და ვულოცავ მათ ამ დღეს”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

“მივესალმები ქუთაისის მერიის ამ ინიციატივას, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება და ვულოცავ ყველა ქუთაისელ მედიკოსს ამ დღეს”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

ბოტანიკური ბაღში მოეწყო ექიმ თემურ ძიძიგურის ნახატების გამოფენა: “ყველა მედიცინის მუშაკს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ამინდმაც შეგვიწყო ხელი. მშვენიერი დღე გამოვიდა. ჩემი 17 ნამუშევარია გამოფენილი. ფოტოხელოვანიც ვარ, მხატვარიც, ეს ჩემი მეორე გატაცებაა. კარგია, რომ ამ დღის აღნიშვნას ტრადიციული სახე მიეცა და ვულოცავ ჩემს კოლეგებს”, – აღნიშნა თემურ ძიძიგურმა.

დღესვე დააჯილდოვეს 16 ღვაწლმოსილი მედიკოსი და 3 აირჩიეს საპატიო მოქალაქედ.

“ქუთაისის დიდი ტრადიციების ქალაქია. მედიცინაში მოპოვებული წარმატებებით საქართველოს მასშტაბით ქუთაისის ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ დღის აღნიშვნას შარშან ჩაეყარა საფუძველი ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ წელს უფრო გაფართოებულად აღვნიშნეთ ეს დღე და ვულოცავ მედიკოსებს”, – აღნიშნა პროფესორმა მაგული ჩხობაძემ. ის აგრეთვე ქუთაისის საპატიო მოქალაქე გახდა. “ჩემი მოკრძალებული წვლილით შეფასება მოხდა ისეთი, რომ მომენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, ძალიან მდაბლად ვუკრავ თავს საზოგადოებას. მადლობელი ვარ ყველა იმ სიტყვებისათვის, რაც გამოითქვა ჩემი ამ წოდების მინიჭებისას”, – განაცხადა პროფესორმა მაგული ჩხობაძემ.
დღესვე აგრეთვე საპატიო მოქალაქეები გახდნენ თეიმურაზ ნადირაძე და ლერი ხონელიძე.

მედიკოსთა დღის აღნიშვნას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *