6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა

და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად უკვე მზად არის.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი,”-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *