ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი 16 მარტს უნდა განახლდეს.

რადიო ,,ძველი ქალაქი” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით – მოსალოდნელია თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების ვადამ გადაიწიოს? – პრესსამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, 16 მარტამდე 2 დღით ადრე გახდება ცნობილი აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი. 

სასწავლო პროცესი ბაღებსა და სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით შეწყდა.  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *