“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უახლოეს თვეებში მიიღებს აკრედიტაციას,

სექტემბრისთვის კი სტუდენტების პირველ ნაკადს”. – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია ,,მაესტროს” გადაცემაში საუბრისას განაცხადა. უნივერსიტეტი იმდენად რეზონანსული იქნება, რომ იქ განათლების მიღების სურვილი ძალიან ბევრ სტუდენტს გაუჩნდება.

“მე ხშირად ვსაუბრობ რეგიონებიდან მიგრაციაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა იქნება პირველი წინაპირობა იმის, რომ ჩვენი ახალგაზრდების მიგრაცია შემცირდება. ეს უნივერსტეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა ახალგაზრდება მიიღონ ევროპული დონის განათლება ქუთაისში და ისწავლონ უნივერსიტეტში, რომლის ანალოგი შეიძლება არც იყოს ევროპის მასშტაბით ასეთ ლოკაციაზე, ასეთი განლაგებით და ასეთი მასშტაბით. უახლოეს თვეებში უნივერსიტეტი მიიღებს აკრედიტაციას, სექტემბრისთვის კი სტუდენტების პირველ ნაკადს, საუბარია დაახლოებით 5000 სტუდენტის რესურსზე პირველ ეტაპზე, უკვე წელს. გათვლა პირველ რიგში იმ ქვეყნების სტუდენტებზეა, სადაც პირდაპირი და იაფი ფრენები გვაქვს.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *