წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინაერეობს. იმის გამო,

რომ სკოლის შენობა ავარიაული იყო და მისი დემონტაჟი მოხდა, 2015 წლიდან მოსწავლეები ალტერნატიულ ფართში არიან განთავსებული. სამუშაოების მიმდინარეობას წყალტუბოს მერი გაეცნო. 

,,სოფელ გეგუთის სკოლისთვის ახალი შენობის აგება იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა, მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 15 თვეში უნდა დასრულდეს, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება და ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 240 მოსწავლეზე გათვლილი, ორსართულიანი შენობის აშენებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. “- განაცხადა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ალტერნატიულ ფარში ამჟამად 210 მოსწავლე სწავლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *