2019 წლის კონკურსის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” 5 გამარჯვებულიდან ერთი საჩხერელი მოსწავლეა.

სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ილია სადღობელაშვილმა ქვიზების კონკურსში 18 ქულა 4 წუთსა და 11 წამში აიღო. ის მედიის განვითარების დონდმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

,, მედიაწიგნიერების თემა საინტერესოა ჩემთვის და როდესაც გავიგე, რომ მედიის განვითარების ფონდი ატარებდა ასეთი შინაარსის კონკურსს ბევრი არ მიფიქრია ისე დავრეგისტრირდი. კონკურსი იყო ქვიზის სახის. 2 ტურად ჩატარდა და ძირითადი თემები იყო ფაქტების გაყალბება, ვიზუალური მანიპულაცია, ტლოები და ბოტები. საბოლოოდ 20 ქულიდან ავიღე 18 ქულა და მოვიპოვე სპეციალური პრიზი ერთთვიანი სტაჟირება “მითების დეტექტორში.” ” – ამბობს ილია სადღობელაშვილი.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *