ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, პროექტის “მომავლის ელჩების” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ყველა ის აქტივობა განიხილეს, რომელიც მათ ამ ეტაპზე განახორციელეს. ასევე წარადგინეს პრეზენტაციები ნატო-ევროკავშირის და უვიზო მიმოსვლის შესახებ.

შეხვედრაზე 2020 წლის სამუშაო გეგმაც წარადგინეს, რომელშიც აქტიური მხარდამჭერების სჯოლის დირექციის წარმომადგენელბი არაინ. მოწვეულმა სტუმრებმა პროექტს სრული მხარადაჭერა გამოუცხადეს.

პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ნათელი მომვალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.

“პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება დაეხმარათ საქმიანობის სწორად წარმართვაში. ასევე პროექტი იძლევა საშუალებას ახალგაზრდებმა პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარ-ჩვგეევები გაიუმჯობესონ”- აღნიშნა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევრფოკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *