განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან პროფესიული განათლების

ყველა მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება 11 ლარიდან 15 ლარამდე ეზრდება. ყოველთვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე – სრული დატვირთვის შემთხვევაში ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი გახდება.

საათობრივი ანაზღაურების ზრდა შეეხება 2500-ზე მეტ მასწავლებელს, რომლებიც დასაქმებულები არიან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *