ქუთაისის  მერიასა და სამშენებლო კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ს შორის მემორანდუმი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაფორმდა.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუათაისის მერიიდან აცნობეს,  მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოიცავს საერთო პროგრამების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ბენეფიციარების, როგორც სამიზნე აუდიტორიის ჩართულობას.

“ჩვენი თანამშრომლობის მიზანი, რა თქმა უნდა, არის იმერეთში და ზოგადად, საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯობესება. გამოსავალს კი ვხედავთ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. მიხარია, რომ “კონსტრუქტ2″_ის დახმარებით, შეგვიძლია დავიწყოთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ” – აცხადებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. 

ზესტაფონში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი, “კონსტრუქტ2” შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს. ფიქრობენ, რომ ორ წელიწადში აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრება.

სასწავლებელში მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *