ქუთაისში, დათო ტურაშვილის ახალი წიგნის “თავის უფალი ადამიანი” პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სასამართლოს ისტორიის შესახებ არის. 

პრეზენტაცია ქუთაისის ამერიკული კუთხეში, დღეს, 27 ნომებერს, 18:00 საათზე  გაიმართება.

,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობამ და სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებას სრული სიმწვავით აჩვენა ის სისტემური პრობლემები, რომლის წინაშეც მართლმსაჯულება დგას.
რადგან, დათო ტურაშვილის წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სასამართლოს ისტორიის შესახებაა, პრეზენტაციაზე სწორედ სასამართლოსა და მართლმსაჯულების თემაზე ვიმსჯელებთ.  “დღესაც, ყველაზე მეტად სწორედ სამართალი გვჭირდება და ამიტომაც ისევ ვითხოვთ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას საქართველოში, როგორც ჩვენი სახელმწიფოს მთავარ საძირკველს, რომელსაც ეფუძნება სინამდვილეში ჩვენი კეთილდღეობაც, ბედნიერებაც და თავისუფლებაც.” ” – აღნიშნულია ამერიკული კუთხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *