ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლეები, თარაშ დოლაბერიძე, გიორგი ბეშქენაძე

და თეიმურაზ ქომეთიანი, მელქისედეკ ჯინჯიხაძის ხელმძღვანელობით, დაპროგრამებაში სანქტ-პეტერბურგის სკოლის მოსწავლეთა XXVII პროგრამირების ჩემპიონატის ფინალში გადავიდნენ.

,,ქუთაისიდან ერთი გუნდი გადავიდა ფინაშლი, ასევე მეორე გუნდს აქვს შანსი გადასვლის. ძალიან კარგი ბავშვები არიან. საუკეთესოები შედმეგ საქართველოს ნაკრებში ხვდებიან, რაც მნიშვნელოვანი მომენტია. ბავშვები ხშირად სტუდენტებზე კარგ შედეგს აჩვენებენ. მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თუ ამ ახალგაზრდებს შევინარჩუნებთ ქუთაისში.”- ამბობს საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი მელქისედეკ ჯინჯიხაძე.

ამ ეტაპზე დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *