განათლება
4 სკოლა ქუთაისში, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში 4 სკოლის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.

სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს 23-ე, მე-9, მე-8 და 22-ე საჯარო სკოლებში. ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეადგენად 333 ათას 955 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება.


ფოტო:ქუთაისის # 23 საჯარო სკოლა
| Print |