განათლება
სტუდენტი გიდები ქუთაისში (ფოტო)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიდებმა ქუთაისი 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელს გააცნეს. ტურისტების უმეტესობა საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, პირველად იმყოფებოდა.
გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, სლოვაკეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ტურუსტები ქუთაისში შენობების არქიტექტურით, კულტურული ძელგებითა და ქართული სამზარეულოთი მოიხიბლნენ.

,,უნივერსიტეტიდან წამოვიდა იდეა. 4-4 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა გიდობა გავუწიეთ ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს. გავაცანით ქალაქი და ტუსიტებისგან დადებითი შეფასებები მივიღეთ. ეს ჩვენთვის იყო ტურისტებთან მუშაობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მომვალი გიდებისათვის პროფესიული გამოცდილება".- განაცხადა მესამე კურსის სტუდენტმა თეონა შენგელიამ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიდების ჯგუფებმა ტურისტებს ქუთაისში კამპანიის ,,გაატარე ზაფხული საქართველოში" ფარგლებში უმასპინძლეს.

| Print |