განათლება
"საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე"-ლექცია საჯარო ბიბლიოთეკაში
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში 1918-21 წლების საქართველოს ურთიერთობაზე ევროპასთან საჯარო ლექცია წაიკითხეს. აუდიტორიის წინაშე პროფესორი ემზარ ჯგერენაია (ილიაუნი), ირაკლი ირემაძე (დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი) და გიორგი კეკელიძე (მწერალი, პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი) გამოვიდნენ. ლექცია საქართველოს ევროპულ მეოცე საუკუნეს მიეძღვნა. ჩატარდა წიგნის პრეზენტაციაც.  

"ჩამოვედით ქუთაისში, რათა საზოგადოებას ჩვენი გამოცემები გავაცნოთ. გვაქვს კრებული, რომელსაც "ევროპა, როგორც მასწავლებელი" ჰქვია. ამ გამოცემაში საზოგადოებას ვუყვებით მე-19 საუკუნის ქართველ მოღვაწეებზე, რომლებიც საუბრობენ საქართველოს მომავალზე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ევროპული არჩევანი. ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ დღეს საზოგადოებაში ბევრი ამბობს, რომ ევროპული ღირებულებები თავს მოგვახვიეს და ამას წარსულთან საერთო არაფერი აქვს. გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენს წინაპრებს მკაფიო წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაზე, კარგად იცნობდნენ ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს წარსულს და მომავალს აკავშირებდნენ ევროპასთან,"-განაცხადა "ნოვა სოსიეტას" გამგეობის წევრმა, ემზარ ჯგერენაიამ.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს
იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან
საქართველოში
14:19 / 15.01.2020
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში
2019 წლის კონკურსის
14:59 / 14.01.2020
2019 წლის კონკურსის "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა" 5 გამარჯვებულიდან ერთი საჩხერელი მოსწავლეა.
«« იანვარი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი -2 - 3 °C
img
ქუთაისი 1 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020