აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული

დიალექტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მე-13 კონფერენცია (AIDA-13) დასრულდა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-დან, იაპონიიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ა.შ. ჩამოსული არაბისტები ესწრებოდნენ. მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციის ჩატარების ადგილად ქუთაისის შერჩევაში დიდი წვლილი პროფესორს, არაბისტ გურამ ჩიქოვანს ეკუთვნის.

“კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველომ და გერმანიამ თანაბარი ხმები მიიღეს. მაგრამ საბოლოოდ საქართველო შეირჩა. კონკრეტულად ქუთაისისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერჩევა კი ბატონი გურამ ჩიქოვანის დამსახურებაა. ეს იყო მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენცია, რომელშიც 100-მდე უცხოელი არაბისტი მონაწილეობდა და რათქმაუნდა მონაწილეობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის არაბისტებიც. დატვირთული და ნაყოფიერი დღეები იყო.” – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელმა, არაბისტმა სალომე ლაღაძემ.

არაბული დიალექტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მე-14 კონფერენციის (AIDA-14) ჩატარების ადგილად ესპანეთი, ქალაქი გრანადა შეირჩა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *