მასწავლებლების გამოცდები 10 ივლისს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების

ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების განრიგი უკვე გამოაქვეყნა.

10 და 11 ივლისს პედაგოგები გამოცდას პროფესიულ უნარებში ჩააბარებენ; 12 ივლისს კი გამოცდა ქართული ენა და ლიტერატურა,მათემატიკა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV);  ბუნებისმეტყველებაში (I-VI);  ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI); მათემატიკაში (I-VI) ჩატარდება.

17 ივლისს გამოცდებს მუსიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენა და ლიტერატურის (VII-XII) პედაგოგები ჩააბარებენ.

18 ივლისს გამოცდებზე ფიზიკის, მათემატიკის (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქიმის, სპორტის პედაგოგები გავლენ.

19 ივლისს კი გამოცდები შემდეგი საგნების პედაგოგებისათვის ჩატარდება: ბიოლოგია; ინგლისური ენა – წერითი ნაწილი; რუსული ენა – წერითი ნაწილი; გერმანული ენა – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.

20 ივლისი უცხო ენის პრაქტიკულ გამოცდას დაეთმობა (ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.)

21 ივლისს კი გამოცდაზე (პრაქტიკული ნაწილი) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგები გავლენ.

მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *