აწსუ-ში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის, მასწავლებლის

ეროვნული ჯილდოს მფლობელის, ლადო აფხაზავას საჯარო ლექცია გაიმართა. ლადო აფხაზავამ სტუდენტებთან თავისუფლების შესახებ ისაუბრა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის თქმით, დღეს საქართველოს სკოლებში თავისუფალი მასწავლებლების მუშაობაა საჭირო, რათა მათ არსებული ხარვეზები გამოასწორონ. მან სასწავლო პროცესში შეცდომების დაშვების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. ლადო აფხაზავამ სტუდენტებთან ერთად სიმულაციური თამაშებიც ითამაშა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოქმედი პედაგოგები სტუდენტებს გამოცდილებას უზიარებენ. ვისაუბრეთ მოსწავლეებზე ორიენტირებულ სწავლებაზე, როგორ შეიძლება დაგეგმო სხვადასხვა აქტივობა და ასწავლო თამაშით. საქართველოში ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელიც ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს ქვეყნისათვის,”-განაცხადა ლადო აფხაზავამ.

შეხვედრა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *