მასწავლებლების გამოცდებზე პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის

მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. 

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს დღე, 13 მაისიდან 24 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

 

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *