წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, N1 საჯარო სკოლის შენობის  პროექტირება-მშენებლობისთვის

3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლი  შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მშენებლობისათვის ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ გეგუთში N1 საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის 3 მილიონ 768 ათას 295 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილი უნდა იყოს 240 მოსწავლეზე და უნდა მოიცავდეს (თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლოს) შემდეგ სივრცეებს:

– 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია;
– დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია-არქივით;
– სამასწავლებლო;
– სასწავლო ნაწილის ოთახი;
– ბიბლიოთეკა წიგნ-საცავით;
– ექიმის კაბინეტი;
– მანდატურის/დაცვის ოთახი;
– სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
– კვების ბლოკი-სასადილო /ბუფეტი;
– დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
– რეკრეაცია;
– ფოიე გარდერობით, დერეფანი.
– სასურველია სარდაფის ან ნახევარსარდაფის არსებობა.
– სპორტული დარბაზი (უნდა დაეთმოს შენობის I სართულზე სპეციალურად მიშენებული ფართი. დარბაზის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის პროგრამას).
სპორტულ დარბაზთან უნდა არსებობდეს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.

სატენდერო წინადადბების მიღება 25 მაისს იწყება და 30 მაისს მთავრდება.

ფოტო: სკოლის facebook გვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *